ეკონომიკა
13/09/2022

იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 37%-ით გაიზარდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა ზრდის დინამიკას ინარჩუნებს.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ბრუნვამ თითქმის 11,9 მლრდ დოლარს გადააჭარბა, წლიურად მაჩვენებელი 37%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტი 3,6 მლრდ-ს აღწევს, წლიური ზრდა 16.5%-ია, ამდენივეთია გაზრდილი იმპორტი და 8,4 მილიარდს მილიარდს აღემატება.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4,793 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2% შეადგინა.