იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 36.6%-ით გაიზარდა
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვამ 11 936.4 მლნ. დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 3 571.4 მლნ. დოლარი შეადგენს, ხოლო იმპორტი 8 364.9 მლნ. დოლარს. ექსპორტის შემთხვევაში 36.9%-იანი ზრდაა, იმპორტის შემთხვევაში კი, 36.5%-იანი ზრდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში, 4 793.5 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 %-ია.
ამასთან, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (502.6 მლნ. დოლარი), აზერბაიჯანი (421.5 მლნ. დოლარი) და რუსეთი
(409.3 მლნ. დოლარი).
ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.7% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 467.3 მლნ. დოლარი), რუსეთი (1 068.5 მლნ. დოლარი) და ჩინეთი (724.0 მლნ. დოლარი).
ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 788.8 მლნ. დოლარი), რუსეთი (1 477.8 მლნ. დოლარი) და ჩინეთი (1 226.6 მლნ. დოლარი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 683.8 მლნ. დოლარით, რაც მთელი
ექსპორტის 19.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 490.9 მლნ. დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 371.6 მლნ. დოლარით (10.4 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 940.4 მლნ. დოლარი და მთელი იმპორტის 11.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 872.7 მლნ. დოლარით (იმპორტის 10.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 531.4 მლნ. დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).