ეკონომიკა
28/04/2023

I კვარტალში, სხვადასხვა დარღვევის გამო სამუშაო პროცესი 112 ობიექტს შეუჩერდა

2023 წლის პირველ კვარტალში შრომის ინსპექციამ 292 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა. მათგან 112 ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები და სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება.  სტატისტიკური მონაცემები „ბიზნესპარტნიორს“ შრომის ინსპექციიდან მიაწოდეს.

მათივე ცნობით, შემოწმებული ობიექტებიდან 180-ს მიეცა გაფრთხილება გონივრული ვადით დარღვევების გამოსასწორებლად.შემოწმება განხორციელდა თბილისში, გურიაში, აჭარაში, კახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთაში, სამეგრელოში, სამცხე ჯავახეთში.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია:

თბილისი- 203;

ქვემო ქართლი (რუსთავი, მარნეული)- 36 ობიექტი;

კახეთი (დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი) -13 ობიექტი;

სამეგრელო ზემო სვენეთი (ზუგდიდი, ხობი, მარტვილი)-10 ობიექტი;

იმერეთი (ხარაგაული, ზესტაფონი, სამტრედია, ქუთაისი)- 6 ობიექტი;

შიდა ქართლი (გორი)- 5 ობიექტი;

აჭარა (ბათუმი)- 6 ობიექტი;

გურია (ლანჩხუთი, ოზურგეთი) - 3 ობიექტი;

მცხეთა მთიანეთი (სოფელი ქსანი) - 2 ობიექტი;

სამცხე-ჯავახეთი (დაბა აბასთუმანი) – 1 ობიექტი.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებისა და დაშავების სტატისტიკას, წლევანდელი მონაცემები ზუსტდება,

2022 წლის კი სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 35 და დაშავების 330 შემთხვევა დაფიქსირდა.სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 პირიდან ყველა კაცია, ხოლო დაშავებულთაგან 69 ქალი და 261 კაცია.

სამუშაო ადგილზე გარდაცვალების 2022 წლის მონაცემები 41%-ით ნაკლებია 2018 წელს, როცა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი არ იყო ამოქმედებული.