ეკონომიკა
28/04/2023

I კვარტალში საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვები შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში გაცემულია 2 195 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5 პროცენტით ნაკლები) 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

ნებართვების 74.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 49.2 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2023 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 539.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტით ნაკლები) 689 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.8 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 28.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 17.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.