ეკონომიკა
21/01/2021

გოგიტა თოდრაძე: მეთოდოლოგიის ცვლილებების შედეგად, უმუშევრობის დონე გაიზარდა

სამუშაო ძალის სტატისტიკის გამოკვლევაში მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად, გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი, - ამის შესახებ "საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა.

"ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე დაახლოებით 3-ჯერ მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა. ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე კი დაახლოებით, 15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით. ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, ეს კი დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით“ -განაცხადა თოდრაძემ.

Businesspartner