ეკონომიკა
22/09/2023

GITA-სა და "ტერა ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ტერა ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების ფარგლებში მხარეები „ტერა ბანკის“ ახალი პროდუქტის SaaSargeblo.ge-ის ირგვლივ გაერთიანდნენ. ბანკი აღნიშნულ პლატფორმაზე განათავსებს SaaS სტარტაპების პროდუქტებს და დაეხმარება საკუთარ კლიენტებს სერვისების გაციფრულებაში, ინოვაციური სტარტაპების პროდუქტების ინტერგრაციის მეშვეობით. GITA, მემორანდუმის პირობების თანახმად,  ბანკს წარუდგენს თავის ბენეფიციარ სტარტაპებს, რომლებიც თემატურად შეესაბამება პროექტს.

გარდა ამისა პროექტის მიზნის მისაღწევად, მხარეების განახორციელებენ და ჩაატარებენ საინფორმაციო  და B2B შეხვედრებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპებისთვის პლატფორმა დამატებითი გაყიდვების წყაროს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი კერძო სექტორის ინოვაციების ეკოსისტემაში ინტეგრაციას გულისხმობს.

 

Businesspartner