ეკონომიკა
26/02/2021

გიორგი ხიშტოვანი: პანდემიის მართვის ამ ეტაპზე ხისტი მიდგომები აღარ ამართლებს

ეკონომისტები მთავრობას პანდემიის მართვის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებენ. განმარტავენ, რომ 2021 წელს ეკონომიკისადმი ხისტი მიდგომები გაუმართლებელია.

როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იქნება.

„აშკარაა, რომ პანდემიის მენეჯმენტის ამ ეტაპზე სუპერ ხისტი მიდგომები აღარ ამართლებს. შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკის ცვლილება. ჩვენი მიდგომა იმით გამოირჩეოდა, რომ გვქონდა უკიდურესობები. თუ ჯანდაცვის მიმართულებით მდგომარეობა უარესდებოდა, ძალიან ხისტი ღონისძიებებით ვგეგმავდით ამ პრობლემის მოგვარებას. 2021-ში ეს მიდგომა გადასახედია, რადგან, თუნდაც გაზაფხულზე მესამე ტალღის დიდი რისკია. შესაბამისად, ეკონომიკის კიდევ ერთი ჩაკეტვა შესაბამისად აისახება მშპ-ზე. მშპ კი ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზია. მისი კიდევ უფრო გაუარესება მოსახლეობისთვის ნამდვილად მძიმე იქნება“,- აღნიშნავს ხიშტოვანი.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.