ეკონომიკა
09/10/2020
გიორგი კაკაურიძე: COVID-19-ის გამო აღებული ვალების დაფარვას 3 წლის შემდეგ დავიწყებთ
პანდემიის გამო აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას საქართველოს მთავრობა სამი წლის შემდეგ დაიწყებს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ქვეყანას ფინანსური ვალდებულებები 10-დან 25 წლამდე ვადით აქვს აღებული.
„არცერთი აღებული ვალი არ არის მოკლე ვადიანი. მოლაპარაკებებისას მინიმუმ ათწლიანი პერიოდია მათ დასაფარად ჩადებული. რიგ შემთხვევაში, არის ოცდახუთწლიანი ვადებიც. ამიტომ, ჩვენ COVID-19-ის გამო აღებული ვალების დაფარვის დაწყება არ გვიწევს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ძირითად შემთხვევაში შეღავათიანი პერიოდი სწორედ სამი წლით გვაქვს გათვალისწინებული.“-განმარტა გიორგი კაკაურიძემ.