ეკონომიკა
28/12/2020
გიორგი კაკაურიძე: 2021 წელს 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე არსებული გაურკვევლობის მიუხედავად 2021 წელს 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია.
გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ გავლენა შეეხო ტურიზმის სექტორს, შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი დაგაიარესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
"გასულ წელს, ჩვენ გვქონდა 5,5%, რაც იყო ისტორიული მინიმუმი, თუმცა წელს ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება 9,7%-მდე“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილე ინვესტიციების შემცირების მოლოდინზე საუბრობს.
გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ საკითხებს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც განიხილავს.