Galt & Taggart-მა BAG-ის წევრებს ბოლო კვლევის შედეგად დაფიქსირებული მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო
Galt & Taggart-მა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის 40-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელს ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო, ასევე საპროცენტო განაკვეთის დინამიკა და აღნიშნულის გავლენა ფიზიკურ პირებსა და ბიზნეს სექტორზე.
საუბარი ასევე, შეეხო უძრავი ქონების ბაზარს და მოხდა გარკვეული ცვლილებების გაანალიზება, რაც აქტუალურია როგორც სამშენებლო სექტორისა და უძრავ ქონების ბიზნესში მოღვაწე კომპანიებისთვის, ასევე ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის.
აღსანიშნავია,პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და მოლოდინები მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
„Galt&Taggart-ის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგულისხმო და მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ვინაიდან ზემოხსენებული ინფორმაცია პროფესიონალურად არის დამუშავებული და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დროულადაა მიწოდებული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რათა სწორად მოხდეს მოლოდინებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება და ინტერესით ველით მომდევნო კვლევებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებას ფარავს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.