ეკონომიკა
31/03/2022

Galt & Taggart-ის პროგნოზით 2022 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 8.1% იქნება

Galt & Taggart 2022 წელს საშუალო წლიური ინფლაციის 8.1%-იან მაჩვენებელს პროგნოზირებს.

მომდევნო თვეებში რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდას ელის, მაჩვენებლის შემცირებას კი მეოთხე კვარტლიდან ვარაუდობს. 

"ერთი მხრივ, ინფლაციას გლობალური სასაქონლო ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები ზრდის. მეორე მხრივ, სუსტმა შიდა მოთხოვნამ და ლარის კურსის სტაბილურობამ, შესაძლოა ფასების შემცირებაზე იმოქმედოს. ასევე, გარკვეული დასახელების პროდუქტებზე მტავრობის სუბსიდიებმა, რაც მიმდინარე პერიოდში აქტიური განხილვის საგანია, შესაძლოა მოთოკოს ინფლაცია, როგორც ეს 2020 წელს იყო. 

ველოდებით, რომ ჩვენ მიერ პროგნოზირებული 5%-დან საშუალო წლიური ინფლაცია 2022-ში 8.1%-მდე გაიზრდება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებას 0.5-1.0%-ით მაის/ივნისში, თუმცა ველით, რომ მაჩვენებელი კლებას მეოთხე კვარტლიდან დაიწყებს",- ნათქვამია საინვესტიციო საბანკო კომპანიის განცხადებაში.