Galt & Taggart-ი წელს შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას ელის
ტურიზმის აღდგენის ფონზე Galt & Taggart-ი წელს შრომით ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის.
საინვესტიციო ბანკში მიიჩნევენ, რომ სწორედ ტურიზმის აღდგენა, სადაც ადამიანთა უმეტესობაა დასაქმებული, შეუწყობს ხელს შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მე-4 კვარტალში წინა კვარტლის მსგავსად შრომითი ბაზრის მაჩვენებლები გაუმჯობესდა და უმუშევრობა წლიურად 1.4პპ-ით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 0.5პპ-ით შემცირდა და 19% შეადგინა.
"ამ კლების მიუხედავად, უმუშევრობის დონე კვლავ აჭარბებს COVID პანდემიამდელ პერიოდებში არსებულ 17-18%-იან უმუშევრობის დონეს. ამასთან მე-4 კვარტალში დაქირავებით დასაქმებულები წლიურად 4.5%-ით (მთლიანი დასაქმების 67.6%), ხოლო თვითდასაქმებულები (მთლიანის 32.3%) 2.7%-ით გაიზარდა. ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე კვლავ მაღალი იყო 51.2%", - განმარტავენ საინვესტიციო ბანკში.