ეკონომიკა
26/09/2022

გალტ & თაგარტი წელს ეკონომიკის 9.2%-იან ზრდას ელის

გალტ & თაგარტი წელს ეკონომიკის 9.2%-იან ზრდას ელის.

საინვესტიციო ბანკის ალტერნატიული სცენარით ქვეყანაში 10.6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 7.1%-ით გაიზარდა.

ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ელ. ენერგის მიწოდება (+75.9%), ტრანსპორტი (+18.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+27.7%), სოფლის მეურნეობა (+10.9%), განათლება (+12.0%) და ვაჭრობა (+3.0%). ამასთან, ზრდაში უარყოფითი კონტრიბუცია მოდიოდა ჯანდაცვის (-12.7%), მშენებლობის (-3.2%) და უძრავი ქონების (-2.7%) დარგებზე.