გაიხსნება თუ არა 24 დეკემბრამდე სავაჭრო მოლები - ნათია თურნავას პასუხი
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ვაჭრობის სექტორის გასაჭირი,ეს არის სექტორი, რომელიც დიდ შემოსავალს და დასაქმებას ქმნის ეკონომიკაში“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ ჩართვისას.
როგორც თურნავა აცხადებს, არსებული მობილობის შემცირების კვალობაზე ეპიდემიოლოგიური კუთხით გარკვეული დადებითი ტენდენციებია და ვირურის გავრცელება უფრო მეტად მართვადი გახდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მიიღება.
„“ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პოზიტიურ ტენდენციას,დავაკვირდებით შემდგომი დღეების ტენდენციას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყევტილებას დარჩება თუ არა ძალაში ეს შეზღუდვა.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში შემხვედრი ნაბიჯები დავინახოთ სავაჭრო ობიექტებიდან, ქსელებიდან, მოლებიდან, თუ როგორ აპირებენ ისინი მართონ უკონტროლო რიგები არამარტო საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მათ გარეთ. უნდა ვითანამშრომლოთ და გადაწტყვეტილებაც მიღებული იქნება“ “-აცხადებს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.დროებით იხურება სავაჭრო ცენტრები (მოლები), ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
რამდენიმე დღის წინ მოლების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს.
მოთხოვნები გულისხმობდა ფუნქციონირების განახლების უფლებას 15 დეკემბრიდან, ნაცვლად 22-ისა, ივლისში გადავადებული ქონების გადასახადის გაუქმებას, ასევე სესხების 12-თვიან რეფინანსეირებას, 6 თვის საპროცენტო ხარჯების სუბსიდირებით.