გაეროს ანგარიშის მიხედვით,საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 5.2%-ით გაიზრდება
გაეროს ანგარიშის მიხედვით,საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 5.2%-ით გაიზრდება, მაჩვენებელი აღემატება წინა პროგნოზს, რომელიც 4%-ით იყო განსაზღვრული.
გაეროს პროგნოზი აღემატება როგორც ოქტომბერში გამოქვეყნებულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზს, რომელიც ორი კვირის წინ გამოქვეყნდა.
ანგარიშში “მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023” აღნიშნულია, რომ რეგიონში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ნაკლებად შემცირდება. იქვე ნათქვამია, რომ 2022 წელს გლობალურ ეკონომიკაზე იმოქმედა მთელმა რიგმა ძირითადმა და ურთიერთგამაძლიერებელმა შოკებმა – „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, უკრაინაში ომმა და მის შედეგად გამოწვეულმა საკვებისა და ენერგეტიკულმა კრიზისებმა, ინფლაციის ზრდამ, ვალის ტვირთის დამძიმებამ და საგანგებო მდგომარეობამ კლიმატის საკითხებში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ გლობალური წარმოების ზრდა 2022 წელს არსებული სამი პროცენტიდან 2023 წელს 1,9 პროცენტამდე შენელდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე ნელი ზრდის ტემპი იქნება ათწლეულების განმავლობაში.