ეკონომიკა
16/02/2021
გაძვირებულმა ინგრედიენტებმა ხაჭაპურიც გააძვირა
გაძვირებულმა ინგრედიენტებმა და გაუფასურებულმა ლარმა ხაჭაპურიც გააძვირა.
ISET-ის მონაცემებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 2021 წლის იანვარში შარშანდელთან შედარებით თითქმის 13%-ით გაძვირდა.
გაძვირებულია ხაჭაპურისთვის საჭირო ყველა პროდუქტი კვერცხის (-2%) გარდა. 2020 წლის ინავართან შედარებით ფქვილი 19.3%-ით, ყველი 18.3%-ით, საფუარი 14.5%-ით, კარაქი 12%-ით, რძე 7.2%-ით არის გაძირებული.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დეკემბერთან შედარებით, ხაჭაპურის ინდექსი 3.5%-იან ვარდნას აჩვენებს.
ISET-ი აღნიშნავს, რომ ინდექსზე გავლენას ახდენს პროდუქტების სეზონურობა და რძე იმპორტირებული რძის ფხვნილით არის ჩანაცვლებული, რაც რძის სხვა პროდუქტებს აძვირებს.