ეკონომიკა
25/07/2023

"გადახდისუუნარობის რეფორმა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციაშია"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადახდისუუნარობის რეფორმის მიმართულებით, ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციაშია,“-ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა საკანონმდებლო საკითხებში, ლიანა ახობაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ რეფორმაზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა კანონი 2020 წელს შევიდა ძალაში, შესაბამისად, შედეგებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.

„ნებისმიერი პლატფორმის საშუალებით ვცდილობთ გავაჟღეროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ინფორმირებულობა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც კანონი იძლევა.

გარდა პლატფორმებისა, ბიზნესებთან შეხვედრებს მუდმივად ვატარებთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონების მასშტაბით. მაგალითად, თვის ბოლოს შეხვედრის ჩატარებას ახალციხეში ვგეგმავთ.

ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში ერთის მხრივ, ბიზნესის მოქმედ რეჟიმში დარჩენას, ხოლო მეორეს მხრივ, ბიზნეს საქმიანობის ხელშეწყობას ემსახურება,"-აცხადებს ახობაძე.

მისივე მტკიცებით, რეფორმის მიზნებზე საუბრისას, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილებაა, თუმცა აღნიშნული მოვალის ხარჯზე არ უნდა მოხდეს  და პროცესი  დაბალანსებული უნდა იყოს.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, საქართველო რეგიონში პირველად, გადახდისუუნარობის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობდა, სადაც ქვეყანას 10-მდე საერთაშორისო სტუმარი ეწვია. საქართველოს კი შესაძლებლობა ჰქონდა ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშრისო პრაქტიკა შეესწავლა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023