ფულის მასა იზრდება
მიმოქცევაში, ეროვნული ვალუტის მოცულობა, დეკემბერში 4.6 მლრდ-მდე გაიზარდა (სებ-ის 01.01.2022-ის წინასწარი მონაცემები), ფულის მასა (სარეზერვო ფული) 10.4 მლრდ-მდეა გაზრდილი (01,01.2021 - ₾10.8 მლრდ).
დეკემბერი სავალუტო ჩარიცხვებით ყველაზე უხვი იყო. ხაზინაში დონორებისგან (სესხები: ADB, AIIB, AFD, CEB, WB, IFAD; გრანტები: EU, KfW, E5P, EPTATF) 380 მლნ დოლარამდე ჩაირიცხა; ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი 326 მლნ დოლარია ($) სესხი, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი კი $39 მლნ; საინვესტიციო სესხი $10.8 მლნ და $3.8 მლნ-ის საინვესტიციო გრანტი.
პროცედურას სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე განმარტავს, რომ თანხები ირიცხება ხაზინის ანგარიშზე (სებ-ში) აისახება სავალუტო რეზერვებში და კონვერტდება. თუ ხარჯვა დაიწყო, შესაბამისად იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი. მიმოქცევაში ეშვება ლარი, ეს ზრდის ფულის მასას. როგორც გოცირიძე ამბობს, შესაბამისად ეს ფაქტორი ზრდის ინფლაციას, და არა ეგზოგენური ფაქტორები.
ბიუჯეტის მონაცემებს 10-დღიანი ინტერვალით თუ ჩახვედავთ და რომან გოცირიძის კალკულაციას, ყოველი ჩარიცხული მყისიერად იხარჯებოდა, ნაშთს აკლდებოდა, შემდეგი ჩარიცხვით კორექტორდებოდა და პერიოდის ბოლოს სხვა თანხა ჯდებოდა. გოცირიძე ამბობს, რომ 2 მლრდ-მდეა დახარჯული. შესაბამისად, საწყისი და საბოლოო ნაშთი აცდენილია. შუა ტრანზაქციებით, ნაშთი, საწყისი 2.3 მლრდ-დან 882 – 353 მლნ-იან ინტერვალში თამაშობს.
სამაგიეროდ არ თამაშობს $4.2 მლრდ-იანი ნიშნული, სავალუტო რეზერვების, რომელიც საბიუჯეტო სესხებით და გრანტებით დეკემბერში $300 მლნ-ზე მეტით გაიზარდა (ექვივალენტი ლარში კი იხარჯება).
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში გამიზნულია 30 მლნ ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის მიღება.