ეკონომიკა
25/12/2020
ფულადი გზავნილები მინუსებს აჩვენებს
ფულადი გზავნილები მინუსებს აჩვენებს.
თიბისი კაპიტალის ცნობით, წინა კვირასთან შედარებით ფულადმა გზავნილებმა 14-20 დეკემბრის პერიოდში 5%-იანი შემცირება განიცადა.
მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად ზრდის მაღალ ტემპს აჩვენებს შემოდინებები აზერბაიჯანიდან (+59%) და უკრაინიდან (+63%) კვლავ ყველაზე მაღალ ზრდას აჩვენებს. ზრდაა (+32%) სომხეთიდან გზავნილებში.
დადებითი მაჩვენებელი ნარჩუნდება ჩრდილოეთ ამერიკიდან გზავნილებში, რუსეთიდან გზავნილებში კი ისევ მინუსებია (-20%), ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (თურქეთის ჩათვლით) 6%-იანი ზრდის ტემპია.
ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდ წილს შეადგენს, თუმცა 14-20 დეკემბრის პერიოდში წლიური ვარდნა 3%-ია.