ეკონომიკა
15/07/2021

ფულადი გზავნილები ივნისში 19.3%-ით გაიზარდა - ქვეყნები და ტრანზაქციები

2021 წლის ივნისში ფულადი გზავნილები გაზრდილია.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები მოცულობამ 201.9 მლნ დოლარია (638.3 მლნ ლარი), წლიურ ჭრილში ზრდა 19.3%-ია (32.7 მლნ აშშ დოლარით).

საქართველოში გადმორიცვებით პირველ ადგილზე რუსეთია 39 მლნ დოლარით, მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი, მეორე ადგილზე იტალიაა  და მის წინლად გადმორიცხვებში 31 მლნ დოლარია, მესამე პოზიციაზე კი აშშ-ია 25 მლნ-ით.

ამავდროულად საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაირიცხა, რაც 2020 წლის ივნისის (21.9 მლნ აშშ დოლარი) მაჩვენებელს 20.8%-ით აღემატება.