ეკონომიკა
16/08/2021
ფულადი გზავნილები ივლისში 10.4%-ით გაიზარდა
ივლისში ფულადი გზავნილები ზრდის დინამიკას ინარჩუნებს.
წლიურად მაჩვენებელი 10.4%-ით არის გაზრდილი და 208.4 მლნ დოლარს აღწევს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა.
2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ დოლარი (83.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.9%-ით მეტია.