ეკონომიკა
02/11/2023

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, რუსეთიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, რუსეთიდან მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს. 
 
"გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ , რომ 2023 წლის 1 დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან იკრძალება მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტი , გარკვეული დაბნეულობა და აჟიოტაჟი გამოიწვია. ასოციაცია განმარტავს , რომ დადგენილების პროექტი ეხება მხოლოდ მაგარი სახეობის ხორბლის ექსპორტის აკრძალვას  (კოდი 1001 11 და 1001 19), რომლის გამოყენების სფეროა მაკარონის წარმოება.  აღნიშნული კატეგორიის ხორბალი შეადგენს რუსეთის ხორბლის მთლიანი მოსავლის 1%-ს),"-აცხადებენ ასოციაციაში. 
 
მათივე ინფორაციით, აკრძალვა არ ეხება რბილი კატეგორიის ხორბალს რომელიც გამოიყენება პურის ინდუსტრიაში და რომელიც შემოდის საქართველოში . აქედან გამომდინარე არავითარი გავლენა ამას საქართველოს ბაზარზე არ აქვს.
 
"გვინდა აქვე განვმარტოთ , რომ საქართველოში დღეს არსებობს 2 თვეზე მეტი მოხმარების ხორბლის მარაგი და იმპორტიც და ადგილობრივი ხორბლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება შეუფერხებლად , შესაბამისად ამ მხრივ სრულად დაცულია სასურსათო უსაფრთხოება,"-აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
Businesspartner