ეკონომიკა
17/07/2023

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გააუმჯობესა, -ამის შესახებ  სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალ შეფასებაშია აღნიშნული.  
 
Fitch-ი აღნიშნავს, რომ ეს  3.4 პროცენტული პუნქტით მეტია იანვარში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით.
 
ავტორიტეტულმა სააგენტომ საქართველოს რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი და ის კვლავ "პოზიტიურია".