Fitch-ი საქართველოში წელს საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას ელის
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი საქართველოში წელს საშუალოდ 7%-იან ინფლაციის ელის.
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო ელის, რომ ეროვნული ბანკი 2022 წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს.
"მაღალი საბაზო ეფექტების მილევის კვალდაკვალ, ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მე-2 კვარტლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გრძელვადიანად შენარჩუნება მოწყვლადობას წარმოადგენს. ჩვენ ვპროგნოზირებთ საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას 2022 წელს, 2021 წლის 9.6%-ის შემდეგ", - აღნიშნულია Fitch-ის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას ასახავს.
"3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 250 საბაზისო პუნქტით, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა", -აღნიშნავს სარეიტინგო სააგენტო.