ეკონომიკა
30/06/2021

ფინანსთა მინისტრი წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ელის

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წლიურ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 
 
მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ეკონომიკური ზრდის დინამიკა. 
 
“მაისში დაფიქსირებული 25.8%-იანი ზრდა მიანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობს, რომელიც წლიურ ჭრილში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს,  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. 

„მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 25,8%-ით შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ შარშანდელ პერიოდთან შედარებით, არამედ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით გვაქვს 8,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია, პრაქტიკულად, ყველა სექტორში აქტივობების ზრდით - დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვები გაზრდილია 50%-ით, ასევე, სტაბილურად იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი, სადაც დაფიქსირდა 45%-იანი ზრდა. მაისის თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო გადახედავს წლიური ეკონიმიკური ზრდის პროგნოზებს, რომელიც უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარალმენტს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა მიმდინარეობს პოზიტიური სცენარისკენ, რაც მოლოდინს აჩენს,  რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023