ეკონომიკა
17/02/2022

ფინანსთა მინისტრი: ბიზნესმა 2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1.93 მლრდ დაიბრუნა

ავტომატური დაბრუნების სისტემის სრულად ამოქმედებამ, ფინანსთა მინისტრის თქმით, კონკრეტული შედეგი მოიტანა.

ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას კონკრეტული სტატისტიკა მოიყვანა:

"2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ 1.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 900 მლნ ლარით მეტი, 2019 წელთან შედარებით კი 1.3 მლრდ-ით მეტი".

მისი თქმით, დაბრუნების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ისეთ სექტორებში, როგორიცაა მრეწველობა, რომლის უდიდესი ნაწილი ექსპორტში აისახება და ასევე, მშენებლობა, რომელიც დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

„კონსერვატიული შეფასებით, დღგ-ის დაბრუნების ეფექტმა ეკონომიკურ ზრდაში მხოლოდ 2021 წელს 0,5 პროცენტული პუნქტი შეიტანა, ხოლო ჯამურად 2020-2022 წლებში მისი ეფექტი 1.5 პროცენტია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.