FDI 4.3-ჯერ გაიზარდა - პირველ კვარტალში ქართულ ეკონომიკაში $568 მლნ-ის უცხოური კაპიტალი ჩაიდო
პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში ინვესტიციები იზრდება. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკაში 568 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო, ეს 2017 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მოცულობა 4.3-ჯერ არის გაზრდილი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ინვესტიციების ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით. ინვესტორ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზეა ესპანეთი 34.5%-იანი წილით, ამ ქვეყნიდან საქართველოში 196.1 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდოს ქართულ ეკონომიკაში, მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 87.2 მლნ დოლარით (15.3%), მესამეზე კი თურქეთი - 67.1 მლნ-ით (11.8%).
ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ენერგოსექტორია. სწორედ ამ სექტორზე მოდის ინვესტიციების 41.6%, ანუ 236.4 მლნ დოლარი, მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ დოლარით (19.5%), მესამეზე კი უძრავი ქონების სექტორია 81.3 მლნ დოლარით (14.3%).