"EU ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში"
ევროკავშირი, რომელთანაც პირადად მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, რა მოკლევადიან ნაბიჯებს დგამს საქართველო, რათა რუსეთზე ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაკლებად დამოკიდებული იყოს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი ბაზრების მოპოვებას დრო სჭირდება.
„დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სლოვაკეთში, გლობსეკის კონფერენციაზე თანამედროვე გამოწვევებზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენასა და ევროპის მომავალზე მსჯელობენ. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.