ეკონომიკა
04/03/2021

ეს იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზამკვლევი - თურნავა ქვეყნის განვითარების დოკუმენტზე

ეკონომიკის სამინისტრო ეკონომიკის განვითარების დოკუმენტის შემუშავებაში ერთვება. ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეს გეგმა ქვეყნისთვის უახლოესი 10 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების გზამკვლევი იქნება.

"მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი 10 წლიანი გეგმის შემუშავებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. ნებისმიერი ქვეყნის კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო ვადასა და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური განვითარება, მნიშვნელოვანია გეგმაზომიერი განვითარება და განჭვრეტადობა.

ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზამკვლევი იქნება. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები ამ დოკუმენტის შემუშავებაში",- განაცხადა თურნავამ.