ეკონომიკა
24/04/2023

ერთ წელში ბინები 9.3%-ით, ხოლო კერძო სახლები 11.6%-ით გაძვირდა - საქსტატი

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 25.1 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება  თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

 

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში (2.4 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-3.5 პროცენტი).

2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 11.6 პროცენტით.