ეკონომიკა
10/10/2023

"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვალიფიციური მუშახელია" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი დღეს ბაზარზე, გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელის, რაც სერიოზული პრობლემაა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
 
„ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ჯერ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
 
სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული. 
 
უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა, რა ხდება. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა. შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კველვაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ. 
 
გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. აქვე მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები. იცით, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში, ბოლო 3 წელიწადში, საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე და უმუშევრობა”, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. 
Businesspartner