ეკონომიკა
16/07/2021

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს

ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა ინფლაციის პროგნოზს გადახედოს. განახლებულ პროგნოზს მარეგულირებელი 4 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე გამოაქვეყნებს და რეფინანსირების განაკვეთის გადახედვაზეც იმსჯელებს. 

ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკი წლიურ 8-9%-იან ინფლაციას ელის, მის მკვეთრ შემცირებას კი მომავალი წლის მარტიდან ვარაუდობს.

მარეგულირბელი ფასების ზრდის შეჩერებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ცდილობს, თუმცა თუ მოვლენები პოზიტიური სცენარით განვითარდა, ნავარაუდევია, რომ ეროვნული ბანკი ეტაპობრივად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას დაიწყებს. 

შეგახსენებთ, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9%-ს მიაღწია. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 23 ივნისს უცვლელად, 9.5%–ზე დატოვა.