ეკონომიკა
03/06/2021
ეროვნული ვალუტა გამყარების ტრენდით - 1 დოლარი 3.1524 ლარი ღირს
ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს, ლარი გამყარდა ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში.
3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1524 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.04 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8425 ლარია. ევროს ცვლილებამ 8.13 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3654 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4723 ლარი ეღირება.