ელექტრომობილების რაოდენობა ერთ წელში 27%-ით, ჰიბრიდების კი 11%-ით გაიზარდა
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ 563 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან მსუბუქია 1 მილიონ 333 ათასი. თბილისზე 529 ათასი ავტომობილი მოდის.
ინფორმაციას სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, შარშან ქვეყანაში 1 მილიონ 490 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, ავტოპარკი ერთ წელიწადში თითქმის 5%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, 2022 წლის მონაცემებით, ჰობრიდული ავტომობილები 114 ათასამდეა, შარშან კი 100,8 ათასი იყო. შესაბამისად, ზრდამ 11% შეადგინა.
პროცენტულად ყველაზე მაღალი, 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტრომობილებზე, რომელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 3300-ია (შარშან 2,4 ათასი იყო).
რაც შეეხება ავტომობილების ასაკს, ავტოპარკის ყველაზე დიდი ნაწილი, 1 მილიონ 296 ათასი ავტომობილი 10-ზე მეტი წლისაა. ორი ან ნაკლები წლის მანქანების რაოდენობა 24 100-ია.