ეკონომიკა
01/03/2023

ელექტრომობილების რაოდენობა ერთ წელიწადში 27%-ით, ჰიბრიდების კი 11%-ით გაიზარდა

2022 წლის ბოლოსათვის საქართველოში  ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონ 563 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული. მათგან მსუბუქია 1 მილიონ 333  ათასი. თბილისზე 529 ათასი ავტომობილი მოდის.

ინფორმაციას სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში  1 მილიონ 490 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, ავტოპარკი ერთ წელიწადში თითქმის 5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ეკოლოგიურ ტრანსპორტს, 2022 წლის მონაცემებით, ჰობრიდული ავტომობილები 114 ათასამდეა, შარშან კი 100,8  ათასი იყო. შესაბამისად, ზრდამ 11% შეადგინა.

პროცენტულად ყველაზე მაღალი, 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა  ელექტრომობილებზე, რომელთა რაოდენობა ამ ეტაპზე  3300-ია (შარშან 2,4 ათასი იყო).

რაც შეეხება ავტომობილების ასაკს, ავტოპარკის ყველაზე დიდი ნაწილი,  1 მილიონ 296  ათასი ავტომობილი 10-ზე მეტი წლისაა.  ორი ან ნაკლები წლის მანქანების რაოდენობა 24 100-ია.