ეკონომიკა
28/12/2020
ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნი ზრდა გარდაუვალია - ენერგო-პრო ჯორჯია
რეგიონების ელექტრო გამანაწილებელი კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" აცხადებს, რომ დენზე სამომხმარებლო ტარიფი ვერ აანაზღაურებს კომპანიის გაზრდილ ხარჯებს და ფასის გაზრდა გარდაუვალია.
კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე განმარტავს, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.
„უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევიანრჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე" - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
მისი ინფორმაციით, ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.
მიხეილ ბოცვაძე განმარტავს, რომ საკითხის სენსიტიურობა კომპანიისთვისაც გასაგებია, თუმცა თუმცა თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომამრაგების საკითხი.
კომპანიაში ამბობენ, რომ ახლა ჯერი სემეკზეა და პასუხიმგებლობაც მათ ეკისრებათ. "გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია,“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.