ეკონომიკური ზრდა, ბაზრების დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილები - USAID-ის გეგმები
ომი და სტრატეგიული პარტნიორების როლი - USAID-ის მისიის ხელმძღავნელი საქართველოში, პიტერ ვიბლერი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ბოლო 30 წლის განმავლობაში USAID-ისა და ამერიკის მთავრობის მუშაობას აფასებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დადგა საქართველო და უკრაინა.
ვიბლერის თქმით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ამერიკა ძლიერი მხარდამჭერია და საქართველოსთან 30 წლიანი თანამშრომლობა პროდუქტიული აღმოჩნდა. ხოლო გამოწვევების ფონზე, მოსალოდნელია თუ არა ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში პრიორიტეტების და გეგმების შეცვლა, ასევე რა უნდა გააკეთოს ამერიკის მთავრობამ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მდგრადი იყოს არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების მიმართ, USAID-ის მისიის ხელმძღავნელი ამბობს, რომ ის პრიორიტეტები და ამოცანები, რაც ამერიკის მთავრობას გააჩნია საქართველოში, აბსოლუტურად თანამიმდევრულია საქართველოს დასავლურ გზასთან და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.
"ვცდილობთ საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რაც უმნიშვნელოვანესია. ასევე ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ფართო ეკონომიკურ ზრდას, რომლის სარგებელსაც მოსახლეობა მიიღებს. საქართველოში 30 სხვადასხვა ოფისი და უწყება გვაქვს, ეს არის იუსტიციის, თავდაცვის, ჯანდაცვის დეპარტამენტები და USAID.
რაც შეეხება ენერგეტიკის სექტორს, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორობა დიდი ხანია გრძელდება, USAID ეხმარებოდა ყველაზე ღარიბ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვაში. 2008 წლის ომის შემდეგ ვეხმარებოდით საქართველოს ენერგოგენერაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ ეფექტური სტრატეგია და პოლიტიკა გამოიმუშავოს განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით, ამ მხრივ კერძო სექტორთან ვმუშაობთ ვისაც განახლებად რესურსებში ინვესტირება სურს, რადგან ეს ბრწყინვალე რესურსია ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე საქართველომ წვლილი უნდა შეიტანოს კლიმატის ცვლილების პროცესში."-აღნიშნავს, პიტერ ვიბლერი.
USAID და ამერიკის საელჩო დიდი ძალიახმევას დებდა და ბევრ პროექტებს ახორციელებდა საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. უკრაინა-რუსეთის ომი კი დიდი გამოწვევაა ტურიზმის სექტორისთვის.
პიტერ ვიბლერის თქმით, საქართველოსთვის ეს სექტორი მნიშვნელოვანია, შემოსავლების დიდი წყაროა და ამ მხრივ ყველა სეზონზე საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც სწორად უნდა იყოს რეალიზებული.
"სექტორი უნდა ეყრდნობოდეს მდგრად სტრატეგიას, რომ პანდემიის თუ ომის გავლენა ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. უნდა გაიხსნას ახალი, მაღალი ღირებულების ბაზრები. ასევე, აღსანიშნავია სანქციები, რომელსაც ბევრ რამეზე ექნება გავლენა. USAID და ჩვენი პარტნიორები დარწმუნებული ვართ იმაში, რომ კიდევ ერთხელ ავიღოთ ვალდებულება ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ მოხდეს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და რეალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამას რამდნეიმე გზით ვაკეთებთ, ამ სტრატეგიის ნაწილია ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაც. კიდევ ერთი გზაა დავეხმაროთ სოფლის მეურნეობის მწარმოებლებს, რომ გავიდნენ ახალ ბაზრებზე, ევროკავშირში ან სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც ვიცით არსებობს ისეთი ბაზრები, რომლებიც ქართული პროდუქტის ექსპორტს ელოდებიან," - აღნიშნავს USAID-ის მისიის ხელმძღავნელი საქართველოში, პიტერ ვიბლერი.
მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ამ პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებით, განსაკუთრებით უკრაინა-რუსეთის ომის პროცესების გაშუქებისას. ამ ყველაფრის გამოსწორებისთვის USAID ინტენსიურად მუშაობს და სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, ამასთან დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების და თოთოეული ადამიანის როლი.