ეკონომიკა
30/10/2020

ეკონომიკური ვარდნის ტემპი სექტემბერში შენელდა

ეკონომიკური ვარდნის ტემპი ნელ-ნელა მცირდება. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 0.7%-ით შემცირდა.

2020 წლის 9 თვეში კი ქვეყნის ეკონომიკა 5%-იან ვარდნას აჩვენებს.

2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში.