ეკონომიკა
26/11/2020

ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 5%-ს გადააჭარბებს

ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 5%-ზე მეტი იქნება, სავარაუდოდ გადასახედია 2021 წლის პროგოზიც  - ვარაუდი  ფინანსთა მინისტრმა ახალი შეზღუდვების დაანონსების შემდეგ გამოთქვა.

ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ აგვისტო-სექტემბერში ეკონომიკის ზრდა და ბიუჯეტის შემოსავლები საკმაოდ დამაიმედებელი იყო, მაგალითად, ოქტომბერში ბიუჯეტის  შემოსავლები წლიურ 1.7%-იან ზრდას აჩვენებდა, თუმცა უკვე ნომებერში შემოსავლებში მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება.

მინისტრი განმარტავს, რომ შეუძლებელია ნოემბერმა და „შეზღუდვებით დახუნძლულმა“ დეკემბერმა  არ მოახდინოს გავლენა ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელზე, ასევე დამძიმებული სასტარტო პირობები 2021 წლის ეკონომიკის ზრდის გადახედვის საფუძველსაც იძლევა.

ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ  ვაქცინის დროულად შემოტანა ეკონომიკის აღდგენას დააჩქარებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023