ეკონომიკა
30/03/2021

ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე საწარმოში წილს ყიდის - რა ქონებაა გამოტანილი აუქციონზე

ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე საწარმოში წილს ყიდის.

აუქციონზე უკვე გამოვიდა "ხაშურის მინის ტარას'' 23%-იანი წილი გასაყიდად. სახელმწიფოს საკუთრებში არსებული 633 211 აქციის საწყისი ფასი 747 200 ლარია, ვაჭრობის „ბიჯი“ 2000 ლარს შეადგენს.

საწარმოში, რომელიც არ ფუნქციონირებს აქციების საკონტროლო პაკეტი - 72.7% „გარდაბანი ჰოლდინგს“ ეკუთვნის (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს).

აუციონზე იყიდება „თერმული წყლების“ 100%-იანი წილიც. საწყისი ფასი 1 511 000 ლარია, „ბიჯი“ 2000 ლარი.

ასევე ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის 27 246 ცალი ჩვეულებრივი აქცია (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 51 %), საწყისი ფასი 1 014 000 ლარია, „ბიჯი“ 3000 ლარს შეადგენს.

იყიდება ბათუმში მდებარე „საზღვაო ტექსერვისის" წილიც. 100%-ის ღირებულება 2 263 800 ლარს შეადგენს, ვაჭრობის „ბიჯი“ 3000 ლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ აფართოებს, პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ახლა იწყება.

გაფართოებული პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტი ობიექტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები და სხვა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023