ეკონომიკის სამინისტრო: მარტის პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური აქტივობის ზრდაში აისახება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 39%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 329.6 მლნ. დოლარს გაუტოლდა.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2022 წლის მარტში ქვეყნების მიხედვით ექსპორტი გაზრდილია ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, სომხეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ასევე რამდენიმე ახალ ბაზარზე.
"მნიშვნელოვანია, რომ ისევე როგორც წინა თვეებში, მარტშიც ექსპორტის ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყანაში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდასთან, ადგილობრივი პროდუქციის მოცულობის ზრდა კი თავის მხრივ პოზიტიურად აისახება სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, მარტში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური აქტივობის ზრდაში აისახება.