ეკონომიკა
31/03/2021

ეკონომიკის რეალურად ასამუშავებლად ვაქცინაცია უნდა გააქტიურდეს - პრემიერი ბიზნესს შეხვდა

მნიშვნელოვანია ვაქცინაციის გააქტიურება, რათა რეალურად ამუშავდეს ბიზნესი და ეკონომიკა - ეს საკითხი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემირ-მინისტრისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დაისვა. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაკროეკონომიკურ საკითხებსა და პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის შექმნილ გამოწვევებზე. განიხილეს ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და COVID-19-ის გავლენა აღნიშნულ სექტორზე.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონულ დონეზე, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების, მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნის მიმართულებით ბიზნესის როლი განსაკუთრებულია.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას და ამ პროცესში, ბიზნესის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრები გაგრძელდეს ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებთან,  მათ შორის განვითარების 10-წლიან გეგმაში მათი ხედვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით.

შეხვედრაში ბიზნესასოციაციის წევრები, საფინანსო სექტორისა და ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022