ეკონომიკის 10%-იანი ზრდა, მაღალი ინფლაცია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკა - სებ-ის საბაზისო სცენარი
საქართველოს ეკონომიკა წელს 10%-ით გაიზრდება, შენარჩინდება მაღალი ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ რეჟიმში ხანგრძლივად ნარჩუნდება - ასეთია ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარი, რომელიც მარეგულირებელმა ფინანსური ინსტიტუტებისთვის გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ასახულ სცენარებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორები მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების შესაძლო ქმედებებისა და კოვიდ -19 პანდემიასთან დაკავშირებული დაშვებებია.
პესიმისტური სცენარი მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მაღალი ინფლაციის ხანგრძლივად შენარჩუნებას ვარაუდობს. ამ სცენარით საქართველოში ლარის კურისს 10%-იანი გაუფასურებაც შეიძლება მოხდეს.
რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს -საქართველოში და გლობალურად ეკონომიკის გაჯანსაღება მდგრადია და საბაზისო სცენართან შედარებით უფრო მაღალი აღდგენა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ლარი დოლართან 4%-ით გამყარდება.