ეკონომიკა
31/03/2022

ეკონომიკა თებერვალში 14.6%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა მაჩვენებელი კვლავინდებურად ორნიშნაა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში ეკონომიკა 14.6%-ით გაიზარდა, იანვარ-ტებერვალში კი ზრდა 16.3%-ს შეადგენს.

2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ზრდის პროგნოზს უკვე გადახედა, ცენტრალური ბანკის ვარაუდით ეკონომიკა წელს 3-4%-ის ფარგლებში გაიზრდება.