ეკონომიკა
29/10/2021

ეკონომიკა სექტემბერში 6.9%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტრენდს ინარჩუნებს.

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, 9 თვეში კი ეკონომიკის ზრდამ 11.3% აჩვენა.

2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა
შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,
დამამუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული
ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები,ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.