ეკონომიკა
31/12/2020

ეკონომიკა ნოემბერში 7.7%-ით შემცირდა

პანდემიური წლის მეთერთმეტე თვე ისევ მინუსებშია. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ნოემბერში, ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა.

2020 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.