ეკონომიკა იანვარში 11.5%-ით შემცირდა
ეკონომიკური ვარდნის ტემპი დაჩქარდა და იანვარში ქვეყანაში ის ისევ 2-ნიშნულიანია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.
2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.
დეკემბერში ეკონომიკური ვარდნა დეკემბერში 7,9% იყო, ნოემბერში - 7.7%, ოქტომბერში 3.9%.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. ბიუჯეტის პროექტი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.