ეკონომიკა
18/02/2023

EIB-ის საინვესტიციო პორტფელი საქართველოში €2.04 მლრდ-ია

ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB) საინვესტიციო პორტფელი 2.04 მილიარდ ევრომდეა, დაახლოებით ამ მოცულობის თანხააა ინვესტირებული საჯარო და კერძო სექტორში.

პრემიერი საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან საქართველოში მიმდინარე პროექტები მიმოიხილა, ირაკლი ღარიბაშვილი ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერს მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

პრემიერმა EIB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწვეს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო EIB-ის მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დადებითად შეფასდა პროგრამები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების, ისევე როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით.