ფოტო: EBRD
ეკონომიკა
24/09/2021

EBRD მწვანე ქალაქებისთვის ინვესტიციებს ზრდის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მწვანე ქალაქებისთვის დაფინანსებას ზრდის. თანხის მოცულობა დაგეგმილი 1 მლრდ ევროდან 2023 წლის ბოლოსთვის 1.9 მლრდ ევრომდე გაიზრდება.

EBRD-ის მწვანე ქალაქების კომპაქტში 49 ქალაქი მოიზარება, მათ შორის თბილისიც, რომელიც კომპაქტს 2016 წელს შეუერთდა.

კომპაქტის მიზანია დაეხმაროს ქალაქებს ურბანული გამოწვევების მიგნებასა და მათთან გამკლავებაში.

ინვესტიციები მოიცავს შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, მწვანე ურბანული მობილობის მხარდაჭერას, ნარჩენების მართვას და ქალაქის სერვისების დიჯიტალიზაციას.