ეკონომიკა
29/06/2021

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე გააუმჯობესა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ული პუნქტით, 4.5%-მდე გაზარდა. 

საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის დინამიკაა, რაც ტურიზმის გააქტიურებით აიხსნება. ამავდროულად EBRD მიათითებს რისკებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპთანაა დაკავშირებული.

ანგარიშში მიმოხილულია პანდემიური, 2020 წლის შედეგებზე, კერძოდ, პანდემიასა და პანდემიით გამოწვეული ლოქდაუნზე, მის გავლენაზე ეკონომიკაზე. ტურიზმის შემოსავლები 83%-ით შემცირდა, ასევე დაეცა საინვესტიციო აქტივობა და 2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა.

ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ საგარეო დაფინანსების მოზიდვით შეძლო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება და სავალუტო რეზერვების რეკორდულად ნიშულზე $4.2 მლრდ შენარჩუნება. 

ქვეყანაში 2021 წლის მაისში მაღალ, 7.7%-იან ინფლაციას, საფინანსო ინსტიტუტი ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებს. იქვე EBRD განმარტავს, რომ ამის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა.

EBRD-ი 2022 წელს საქართველოში ეკონომიკის 5.5%-იან ზრდა ელის. 

აღსანიშნავია, რომ EBRD-ისგან განსხვავებით გაცილებით ოპტიმისტურია საქართველოს მთავრობა, რომელის ეკონომიკის 6.5%-იან ზრდას ელის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023